ცხადდება ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!
იხილეთ: სტიპენდიის მინიჭების წესი ბრძანება წესი
გთხოვთ, გაეცნოთ სტიპენდიის მინიჭების წესს და სტუდენტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მიხედვით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადი განცხადება სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარის სახელზე (იხ. დანართი);
ბ) დოკუმენტი/დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების (გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სამეცნიერო კონფერენციის თეზისებში/მასალებში) გამოქვეყნებას;
გ) სამეცნიერო კონფერენციაში/კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი, 18:00 სთ.
სტუდენტებმა განცხადება და დოკუმენტები ელექტრონული ფორმით უნდა გამოაგზავნონ მეილზე chancellery.pes.tsu.ge
მეილის თემაში მიუთითეთ: "აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია".